Wednesday, June 17, 2015
Saturday, May 8, 2010
ლელა ესიავა
1.პროექტის სახელი: მობილური ტელეფონი
2.პროექტის მოკლე აღწერა:ფიჭური სატელეფონო კავშირის საჭიროება სკოლებში
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ცდილობენ დაამტკიცონ მობილური ტელეფონის სკოლაში ტარების აუცილებლობა. მართავენ დისკუსიას ერთმანეთთან, მასწავლებლებთან და სტუმრებთან.
პედაგოგთა დიდი ნაწილი სთვლის, რომ მობილურები ხშირ შემთხვევაში არღვევენ საგაკვეთილო პროცესის მშვიდად წარმართვას, რომ ეს აპარატები ყურადღების კონცენტრაციაში უშლიან ხელს მოსწავლეებს და ხშირად ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ მობილურები არ არის საჭირო სკოლაში.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: მე–10 კლასი
5.ვადები/ხანგრძლივობა: ივნისი, 2010 წ.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:იძიებენ დამატებით საინფორმაციო წყაროებს ჟურნალებსა და გაზეთებში, თუ სად და როდის გაჩნდა პირველი იდეა მობილური ტელეფონის შექმნის და შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი აპარატის არსებობაზე ფიქრი წლების წინ.ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებიან თავიანთ თანატოლებს და გვაწვდიან მათ მოსაზრებებს, იქმნება ჯგუფები, აწყობენ მობილურების გამოყების და სარგებლობის დემონსტრირებას.
7.მოსალოდნელი შედეგები/შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეები გამოიყენებენ უცხო ენას საუბარში. ახალ ლექსიკურ ერთეულებზე დაყრდნობით გაიგებენ შინაარსს.წერილები და თანატოლებთან ურთიერთობა გაამყარებს მათ წერით უნარებს. მოსწავლეებს უნვითარდება მეტყველება დისკუსსიის, დიალოგისა და მონოლოგის დროს. აგრეთვე კითხვის უნარი იმ სტრატეგიების გამოყენებისას როგორიცაა: გაცნობა, ძიება, სწავლება.
8.სასარგებლო სხვებისთვის: ინტერნეტში განთავსებული ეს მასალა, საშუალებას მისცემს დამთვალიერებელს გაეცნოს მოსწავლეთა,მშობელთა და მასწავლებელთა შეფასებებს. დამთვალიერებელი გაეცნოს მობილური ტელეფონის დადებით და უარყოფით მხარეებს.
9.სამუშაო ენა: რუსული ენა
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი/ ინფორმატიკა, ბიოლოგია.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატოტის სახელი:ლელა ესიავა
13პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lelaesiava@blogspot.com
14.პროექტ–ფორუმი:
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: lelaesiava.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)